გაკვეთილის
თემა
|
ამინდის შესახებ
|
სამიზნე ჯგუფი
|
მე-7
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
13. სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
პროფილი
|
რუსული ენა
|
გაკვეთილის
მიზანი
|
ნასწავლ ლექსიკურ
მარაგზე დაყრდნობით ახალი მასალის ათვისება,დაგროვილი ცოდნის გამოყენება დავალებების
შესრულებისას.
არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შეთანხმება
რიცხვში,სქესში, ბრუნვაში.
უცხ.ს.1.2.
მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა
და სავარჯიშოების ინსტრუქციების მოსმენა
და გაგება.
უცხ.ს.1.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი
ტექსტის წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს.1.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის
სტრატეგიები ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.
უცხ.ს.1.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
უცხ.ს.1.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების
მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან.
|
ესგ მისაღწევი
შედეგები
|
1. მოსწავლე ისმენს და იგებს მარტივ
მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.უცხ.ს.1.2.
2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე
აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენა-გაგება. უცხ.ს.1.3.
3. მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის
წაკითხვა და გაგება.უცხ.ს.1.8.
4. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.უცხ.ს.1.23.
|
წინარე ცოდნა
|
ფლობენ თემასთან დაკავშირებულ მწირ ლექსიკას,არჩევენ
არსებით და ზედსართავ სახელებს,არჩევენ სქესს,არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის
შეთანხმებას რიცხვში, ბრუნვაში,სქესში.
|
გაკვეთილის
აქტუალობა და მნიშვნელობა
|
მოსწავლეები
ლექსიკური მარაგის გამოყენებით შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ ნასწავლი მასალა,ისაუბრონ
ამინდზე,ოჯახზე,წელიწადის დროებზე.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
აქტივობა 1
. კითხვა-პასუხი თემაზე..წელიწადის დროები
და ბუნების სახეცვლილებები (დათბობა,აცივება,წვიმა, თოვლი,ნისლი, ღრუბელი
და ა.შ. ) 5წთ. 1.წელიწადის რამდენი დრო იცით?
2. გაზაფხულზე ბუნებაში რა ცვლილებები ხდება?
აქტივობა
2. მონიტორზე
სურათებისა ჩვენება. მონიტორზე ჩნდება სხვადასხვა ამინდის ამსახველი სურათები.
მოსწავლეები წარმოთქვამენ შესაბამის სიტყვებს .5წთ.
აქტივობა
3. ტექსტზე მუშაობა .
დანაწევრებული ტექსტის მიწოდება და შინაარსის გაგება. არსებითი და ზედსართავი
სახელების მოძიება, მათი კავშირი და შეთანხმება რიცხვში, ბრუნვაში, სქესში. 10წთ.
აქტივობა4. მონიტორზე ილუსტრაციის ჩვენება. მონიტორზე ჩნდება ამინდის შესახებ ნახატები
. 3წთ.
აქტივობა5. პრეზენტაცია. ჯგუფების მიერ დამუშავებული ტექსტის ნაწილის პრეზენტაცია. ამოწერილი არსებითი და ზედსართავი სახელების ანალიზი.17წთ.
აქტივობა
6. ტესტზე მუშაობა. მიღებული ცოდნისა და სარგებლიანობის განსაზღვრა მოცემულ თემაზე.
3წთ.
|
საშინაო დავალება
|
ტექსტზე მუშაობა
იმ სტრატეგიის გამოყენებით, რომლითაც იმუშავეს გაკვეთილზე (ტექსტიდან ამოიწერონ
ახალი სიტყვები, არსებითი ,ზედსართავი სახელების გამოყენებით შედგენა წინადადებების)2წთ.
|
რესურსები
|
კომპიუტერი,ილუსტრაციები.
|
შეფასების პროცედურები
|
განმსაზღვრელი
|
воскресенье, 5 апреля 2015 г.
გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий