воскресенье, 26 апреля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

        დღეს ტრენინგზე შევისწავლეთ  პროექტის შაბლონის გამოგზავნა   ელექტრონულ ფოსტაზე,        პროექტის    პუბლიკაციის   მომზადება,  პროგრამა   ვორდში მუშაობა,პუბლიკაციის მომზადება,ბლოგზე  რეფლექსიის გამოქვეყნება.
      ტრენინგი საინტერესო და  ნამდვილად  სიახლეების მომტანია,თანაც ძალიან საინტერესოდ,გასაგებად მიმდინარეობს.გმადლობთ.

воскресенье, 5 апреля 2015 г.

პრეზენტაცია


პროექტის სახელწოდება
ალექსანდრე პუშკინის ბიოგრაფია და ეპოქა
პროექტის მთავარი იდეა
გაუღვივდეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხის, მათი კულტურის, ტრადიციების  გაცნობის ინტერესი,გამოიყენონ  უცხოური ენა საზოგადოებრივ ადგილებში,დაუკავშირონ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური,კულტურული ცხოვრება ერთმანეთს.
პროექტის აქტუალობა
მიზნები
გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოძიების ,დახარისხების,პრეზენტაციის უნარი,აუმაღლდებათ ინტერესი სხვა ეროვნების ხალხთა ცხოვრების,ქვეყნების კულტურის,ტრადიციების გაცნობის მიმართ.
მოსალოდნელი შედეგები
შეუძლიათ დროის ეფექტურად მართვა,დაამზადებენ ბუკლეტებს, მოიძიებენ  იმ დროინდელი ეპოქის ამსახველ ფოტოებს,პუშკინის სურათებს,გააკეთებენ კედლის გაზეთს.გააკეთებენ პროექტის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოებს,გააკეთებენ ანკეტებს გამოკითხვისთვის 5-12 კლასელებში  თუ რა იციან პუშკინის შესახებ,რა იყო იმ ეპოქისთვის განსაკუთრებული მოვლენა.
საგნ.|საგნობრივი ჯგუფებთან კავშირი|ე.ს.გ.კავშირი
ისტორია,ისტ. უცხ.ს.5.15. უცხ.ს.5.26. უცხ.ს.27. უცხ.ს.22.უცხ.ს.21
მოსწავლის ასაკი
12 კლასი
ვადები 
2 კვირა
რესურსები
ინტერნეტი,კომპიუტერი,ბუკლეტები,კედლის გაზეთი,თაბახები,ფოტოაპარატი
პროექტის  მსვლელობა
1 აქტივობა-პროექტის გაცნობა და სამუშაოს გადანაწილება . კლასის დაყოფა ჯგუფებად, სამუშაოს გადანაწილება.
2აქტივობა- პროექტის მსვლელობის  ამსახველი ფოტოებისგან კედლის გაზეთის გაკეთება, ბუკლეტების დამზადება, ანკეტების შედგენა.
3 აქტივობა-პროექტის პრეზენტაცია.

პროექტის ხელმძღვანელი
ლია ჩიხლაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
liachixladze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი
http://liachixladze.blogspot.com/
                  
                  პროექტში  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
საშუალოზე მაღალი
კარგი
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ცდილობს თანამშრომლობას.
თანამშრომლობს ჯგუფთან.
თანამშრომლობს ჯგუფთან და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას:
აზრს თანმიმდევრულად გადმოსცემს.
მსჯელობს საკითხის ირგვლივ.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.
წარმოადგენს ნახატს.
წარმოადგენს ნაძერწს.
 ვერ ახერხებს ნაშრომის სათანადოდ წარმოჩენას.
კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, უჭირს კითხვებზე პასუხი.
წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ურთიერთობს თემის წარმომადგენლებთან
ახერხებს კითხვის დასმას, მოსმენას.
სვამს კითხვებს, უსმენს ინტერესით.
სვამს კითხვებს, ისმენს ინტერესით, იყენებს ურთიერთობისას ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.



                       მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი

ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
პროექტზე მუშაობის პროცესი
პრეზენტაცია
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა

                      


                         ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
არა
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
არა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
არა
პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?
დიახ
არა


გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში

გაკვეთილის თემა
ამინდის შესახებ
სამიზნე ჯგუფი
მე-7

მოსწავლეთა რაოდენობა
13. სპეციალური საჭიროების  მქონე მოსწავლე არ არის

პროფილი
რუსული ენა

გაკვეთილის მიზანი
ნასწავლ ლექსიკურ მარაგზე დაყრდნობით ახალი მასალის ათვისება,დაგროვილი ცოდნის გამოყენება დავალებების შესრულებისას.
   არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შეთანხმება რიცხვში,სქესში, ბრუნვაში.
უცხ.ს.1.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი  მითითებებისა და სავარჯიშოების  ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.
 უცხ.ს.1.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
   უცხ.ს.1.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.
 უცხ.ს.1.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
 უცხ.ს.1.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან.

ესგ მისაღწევი შედეგები
1.    მოსწავლე ისმენს და იგებს მარტივ მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.უცხ.ს.1.2.
2.    მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენა-გაგება. უცხ.ს.1.3.
3.    მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება.უცხ.ს.1.8.
4.    მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.უცხ.ს.1.23.

წინარე ცოდნა

ფლობენ  თემასთან დაკავშირებულ მწირ ლექსიკას,არჩევენ არსებით და ზედსართავ სახელებს,არჩევენ სქესს,არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შეთანხმებას რიცხვში, ბრუნვაში,სქესში.

გაკვეთილის აქტუალობა და მნიშვნელობა
მოსწავლეები ლექსიკური მარაგის გამოყენებით შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ ნასწავლი მასალა,ისაუბრონ ამინდზე,ოჯახზე,წელიწადის დროებზე.


გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 . კითხვა-პასუხი  თემაზე..წელიწადის დროები და ბუნების  სახეცვლილებები  (დათბობა,აცივება,წვიმა, თოვლი,ნისლი, ღრუბელი და ა.შ. ) 5წთ.  1.წელიწადის რამდენი დრო იცით?
               2. გაზაფხულზე  ბუნებაში  რა ცვლილებები ხდება?
   აქტივობა 2.   მონიტორზე  სურათებისა  ჩვენება.   მონიტორზე ჩნდება   სხვადასხვა  ამინდის  ამსახველი  სურათები.
 მოსწავლეები  წარმოთქვამენ  შესაბამის  სიტყვებს .5წთ.
აქტივობა 3.   ტექსტზე  მუშაობა .  დანაწევრებული ტექსტის მიწოდება და შინაარსის გაგება. არსებითი და ზედსართავი სახელების მოძიება, მათი კავშირი და შეთანხმება რიცხვში, ბრუნვაში, სქესში. 10წთ.
აქტივობა4.  მონიტორზე  ილუსტრაციის  ჩვენება. მონიტორზე ჩნდება ამინდის შესახებ ნახატები . 3წთ.

აქტივობა5.   პრეზენტაცია. ჯგუფების  მიერ დამუშავებული ტექსტის  ნაწილის პრეზენტაცია. ამოწერილი  არსებითი და ზედსართავი სახელების ანალიზი.17წთ.

აქტივობა 6. ტესტზე მუშაობა. მიღებული ცოდნისა და სარგებლიანობის განსაზღვრა მოცემულ თემაზე. 3წთ.
საშინაო დავალება


ტექსტზე მუშაობა იმ სტრატეგიის გამოყენებით, რომლითაც იმუშავეს გაკვეთილზე (ტექსტიდან  ამოიწერონ  ახალი სიტყვები, არსებითი ,ზედსართავი სახელების გამოყენებით  შედგენა წინადადებების)2წთ.

რესურსები



კომპიუტერი,ილუსტრაციები.

შეფასების პროცედურები

განმსაზღვრელი

შეფასება

ქულა
კრიტერიუმი
5-6 ქულა
კითხულობს გამართულად,გებულობს და გამოაქვს წაკითხული ტექსტიდან შინაარსი.პოულობს ტექსტში არსებით და ზედსართავ სახელებს.
7-8 ქულა
კითხულობს გამართულად, გებულობს შინაარსს,  სწორად გამოთქვამს სიტყვებს,  სვავს მახვილებს საჭირო ადგილას ,იყენებს  გრამატიკულ კონსტრუქციებს,  წერისას იცავს მართლწერის წესებს.
            9-10 ქულა
კითხულობს გამართულად, თარგმნის თავისუფლად, გებულობს წაკითხული ტექსტის შინაარსს, არსებითი  და  ზედსართავი  სახელების გამოყენებით ადგენს ახალ წინადადებებს. წერისას იცავს მართლწერის წესებს.